Wednesday, February 18, 2009






მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ დაწყებული საპილოტე პროგრამა მასწავლებელთა მაძიებლობის შესახებ დაიწყო 2008 წლის სექტემბერში და დასრულდება 2009 წლის ივნისში.
პროგრამისათვის მომზადდა 28 მენტორი, რომელთაც კოორდინაციას უწევენ პროექტის კოორდინატორი და ტრენერ-კონსულტანტები.

საპილოტე პროგრამში მონაწილე მენტორებმა შეიმუშავეს მაძიებლობის ინდივიდუალური პროგრამები, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს მაძიებლეთა მომზადება.

მაძიებელთა საპილოტე პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია კვლევების ჩატარება, რომელიც რეგულარულად ხორციელდება მასწავლებლობის მაძიებლებთან და მენტორობასთან დაკავშირებული საკითხების სიღრმისეულად გამოვლენისა და შესწავლის მიზნით.

მასწავლებელთა მაძიებლობის პოექტის მონიტორინგი მიზნად ისახავს მაძიებელთა და მენტორთა საქმიანობებზე დაკვირვებასა და მათთან კონსულტაციებს.

ამ ვიზიტის ფარგლებში, 2008 წლის 10 თებერვალს თბილის 52-ე საჯარო სკოლაში, სტუმრად იმყოფებოდნენ მასწავლებელთა მაძიებლობის პროექტის კოორდინატორი ეკა მამაცაშვილი და ტრენერ-კონსულტანტი პავლე თვალიაშვილი. ისინი დაესწრნენ მაძიებლების სალომე ყაველაშვლისა და სოფიო მამაჯანაშვლის მიერ ერთობლივად ჩატარებულ გაკვეთილებს ამავე სკოლოს მე-3 კლასში. გაკვეთილების დასრულების შემდეგ გაიმართა შეხვედრა და კონსულტაციები.